Monday, June 27, 2016

პროექტი ''ჩემი სამშობლო''

1. პროექტის სახელი: ჩემი სამშობლო
2. პროექტის მოკლე აღწერა 1-2 წინადადებით: ბავშვები ეცნობიან და იღრმავებენ ცოდნას საქართველოს კუთხეებზე.
3. პროექტის სრული აღწერა: ბავშვები  თითოეული კუთხის გეოგრაფიულ ადგილმდებარეობას, კულტურულ ტრადიციებს, ჩაცმულობას, საკვებს, ისტორიულ-კულტურულ ძეგლებს, აკეთებენ ჩანაწერებს თითოეულ კუთხეზე.
4. მონაწილეთა ასაკი/კლასები: ასაკი: 8-9წ. კლასები: მე-3

5. ვადები/ხანგრძლივობა: 2 თვე
6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: საქართველოს კუთხეებზე მოპოვებული ინფორმაციის დახარისხება, ბლოგის შექმნა, ნამუშევრის განთავსება.
7. მოსალოდნელი პროდუქტები/შედეგები, რაც შეიძლება შეიქმნას: სურათები საქართველოს კუთხეებზე და მის ისტორიულ-კულტურულ ძეგლებზე, ჟურნალ-გაზეთის, ბლოგის და სლაიდის, წიგნის და რუკის შექმნა.
8. სარგებელი სხვებისათვის: გაიღრმავონ ცოდნა საქართველოს კუთხეებზე, მის გეოგრაფიულ ადგილმდებარეობაზე და ისტორიულ კულტურულ ძეგლებზე.
9. სამუშაო ენა: ქართული
10 საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ესროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ისტორიასთან, გეოგრაფიასთან.
11. მონაწილეები სხვა სკოლებიდან:
12. პროექტის ფასილიტატორის სახელი, გვარი: ნათია კორკოტაშვილი
13. პროექტის ფასილიტატორის ელ.ფოსტა: natia.korkotashvili@gmail.com
14. პროექტის ფასილიტატორის ფორუმი:
15. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: http://natiakorkotashvili.blogspot.com/


მოსწავლეებმა პროექტის ფარგლებში შექმნეს კედლის გაზეთი, გაეცნენ და შეექმნათ არმოდგენა საქართველოს ყველა კუთხის მდებარეობის, ადათ-წესების, ტრადიციების, წეს-ჩვეულებების, კულტურის, მითების, ლეგენდების, სუფრის და სიმღერის შესახებ; მათ იმუშავეს როგორც ჯგუფებში, ისე ინდივიდუალურად ეს ყველაფერი კი დაეხმარა მათ ინტელექტუალურ,განვითარებაში,გამოუმუშავდებათ კვლევე-ძიების, ჯგუფური მუშაობის და ინფორმაციის მოძიებისა და მისი სათანადო გამოყენების უნარ- ჩვევები














Wednesday, April 9, 2014

მათემატიკური კვირეული

       სკოლაში ჩატარებულ მათემატიკურ კვირეულში ჩვენმა კლასმაც მიიღო მონაწილეობა: ბავშვებმა აღნიშნულ თემაზე მოაწყვეს ნახატების გამოფენა, გამოუშვეს კედლის გაზეთი და წარმოადგინეს სპექტაკლი ''რიცხვებზე და ფიგურებზე''. ეს სპექტაკლი გავიტანეთ 8 აპილს ჩატარებულ სასკოლო კონფერენციაზეც. დირექციამ კვირეულში აქტიური მონაწილეობისათვის სიგელით დააჯილდოვა კლასი და პედაგოგი.

























Tuesday, September 3, 2013

აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი



    მე-4 კლასის მოსწავლეები ეწვივნენ აბრეშუმის მუზეუმს, სადაც ინახება აბრეშუმის პარკის დიდი კოლექცია, რომელიც შეიცავს 5 ათასზე მეტი ჯიშისა და ვარიაციის ნიმუშებს.
     აბრეშუმის გარდა, მუზეუმში დაცულია მცენარეული წარმოშობის სხვადასხვა ძაფის ნიმუშები, როგორიცაა: ბამბა, სელი, ჯუტი, კანაფი, ფინიკის პალმა, აგავა. ასევ მცენარეული, ცხოველური, მინერალური და ქიმიური საღებავები სხვადასხვა ქვეყნებიდან და რეგიონებიდან. 








წიგნი ჩემი მეგობარია

ლიტერატურულ კაფეში
17 აპრილს ჩატარდა სასწავლო–შემეცნებითი ვიზიტი წიგნის მაღაზია BookCafe-ში, თემაზე: ,,წიგნი ჩემი თანამგზავრი და მეგობარია". წიგნის მაღაზიის მასპინძელი, ქალბატონი ლია შალვაშვილი, ესაუბრა მოსწავლეებს როგორ გამოიგონეს ქაღალდი, რაზე წერდნენ ქაღალდის გამოგონებამდე, რამდენი შრომა ჭირდება წიგნის დამზადებას, როგორ ავადმყოფობს წიგნი და როგორ უნდა მოვუაროთ მას, როდის აღინიშნება წიგნის დღე. საუბრის ბოლოს ერთად შეიმუშავეს წიგნით სარგებლობის წესები. 
მოსწავლებმა აირჩიეს მათთვის სასურველი წიგნები, დაათვალიერეს, წაიკითხეს და გამოთქვეს საკუთარი აზრი თუ რატომ აირჩიეს ესა თუ ის წიგნი.
წიგნის მაღაზიის მასპინძელი მათ ნამცხვრებით და ცხელი შოკოლადით გაუმასპინძლდა. ღონისძიებას ესწრებოდნენ მოსწავლეთა მშობლებიც. დასასრულს მოსწავლეებმა დიდი მადლობა გადაუხადეს წიგნის მაღაზიის მასპინძელს გულთბილი მასპინძლობისათვის.







Wednesday, November 11, 2009

საქართველოს კუთხეები

1. პროექტის სახელი: საქართველოს კუთხეები
2. პროექტის მოკლე აღწერა 1-2 წინადადებით: ბავშვები ეცნობიან და იღრმავებენ ცოდნას საქართველოს კუთხეებზე.
3. პროექტის სრული აღწერა: ბავშვები დადიან ექსკურსიებზე საქართველოს კუთხეებში, ეცნობიან თითოეული კუთხის გეოგრაფიულ ადგილმდებარეობას, კულტურულ ტრადიციებს, ჩაცმულობას, საკვებს, ისტორიულ-კულტურულ ძეგლებს, იღებენ სურათებს და აკეთებენ ჩანაწერებს თითოეულ კუთხეზე.
4. მონაწილეთა ასაკი/კლასები: ასაკი: 9-17წ. კლასები: 4-12
5. ვადები/ხანგრძლივობა: 1-2 წელი
6. პროექტის შესაძლო აქტივობებიკლასში: საქართველოს კუთხეებზე მოპოვებული ინფორმაციის დახარისხება, ბლოგის შექმნა, ნამუშევრის განთავსება.
7. მოსალოდნელი პროდუქტები/შედეგები, რაც შეიძლება შეიქმნას: სურათები საქართველოს კუთხეებზე და მის ისტორიულ-კულტურულ ძეგლებზე, ჟურნალ-გაზეთის, ბლოგის და სლაიდის შექმნა.
8. სარგებელი სხვებისათვის: გაიღრმავონ ცოდნა საქართველოს კუთხეებზე, მის გეოგრაფიულ ადგილმდებარეობაზე და ისტორიულ კულტურულ ძეგლებზე.
9. სამუშაო ენა: ქართული
10 საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ესროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ისტორიასთან, გეოგრაფიასთან.
11. მონაწილეები სხვა სკოლებიდან:
12. პროექტის ფასილიტატორის სახელი, გვარი: ნათია კორკოტაშვილი
13. პროექტის ფასილიტატორის ელ.ფოსტა: natia.korkotashvili@gmail.com
14. პროექტის ფასილიტატორის ფორუმი:
15. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: http://natiakorkotashvili.blogspot.com/